ქრისტიანობა იაპონიაში


ქრისტიანობა

ქრისტიანობის ისტორია იაპონიაში შეიძლება სამ პერიოდად დავყოთ: (1) ქრისტიანობის პირველი შემოსვლა იაპონიაში XVI საუკუნის შუა წლების დასაწყისში; (2) ქრისტიანობის ხელმეორედ დაბრუნება იაპონიაში XIX საუკუნის შუა ნახევარში, 200-წლიანი ეროვნული იზოლაციის დასრულების შემდეგ და (3) II მსოფლიო ომის შემდეგდროინდელი პერიოდი.

ქრისტიანობის შემოსვლა და დევნა

იეზუიტი მისიონერი ფრანსის ქსავიერი კაგოშიმაში ჩავიდა 1549 წლის აგვისტოში. იეზუიტების მისიონერული მოღვაწეობა ძირითად კონცენტრირებული იყო კიუშიუში, იაპონიის 4 მთავარი კუნძულიდან ყველაზე სამხრეთ განაპირა კუნძულზე. 1579 წელს, 6 დაიმიო (რეგიონალური სამხედრო მთავარი) მოექცა ქრისტეს რჯულზე და ქრისტიანების საშუალო რაოდენობა 100,000– მდე გაიზარდა. იეზუიტებს შემწყნარებლურად ეკიდებოდა თავად სამხედრო მმართველი, ტოიტომი ჰიდეიოში და სამხედრო ლიდერი ოდა ნობუნაგა. მაგრამ ბოლოს, როდესაც იეზუიტთა გავლენა კიუშიუზე ძალიან გაიზარდა, ჰიდეიოშიმ 26 იეზუიტი გააკრა ჯვარზე ნაგასაკში 1579 წელს. 1600 წელს, ტოკუგავა იეიასუ გახდა იაპონიის დე-ფაქტო ლიდერი. იეიასუც შემწყნარებლური იყო იეზუიტების მიმართ თავდაპირველად, მაგრამ 1614 წელს მისმა მთავრობამ ქრისტიანობა კანონგარეშედ გამოაცხადა იაპონიაში და იეზუიტი მისიონერები ქვეყნიდან განდევნა. ამ დროისთვის იაპონიაში დაახლოებით 300,000 ქრისტიანი იაპონელი იყო, მათგან სტატისტიკური კვლევის შედეგად 3, 000 დასაჯეს სიკვდილით; დიდმა ნაწილმა უარყო თავისი რწმენა ხანგრძლივი დევნისა და შევიწროების შემდეგ და ბევრმა მათგანმა კი ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა იგი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

ხელახალი დამკვიდრება

1859 წელს, მას შემდეგ რაც იაპონიის მთვარობამ შეწყვიტა დევნის პოლიტიკა, უცხოელი მისიონერები დაბრუნდნენ იაპონიაში, მაგრამ ისინი ვერ ბედავდნენ აშკარა ევანგელისტურ ქადაგებას 1873 წლამდე. ამ პერიოდიდან უკვე 30,000 ფარული ქრისტიანი გამოჩნდა თვალსაწიერზე, რომლებიც ორასწლიანი დევნის მანძილზე ფარულად ემსახურებოდნენ ქრისტეს. ორივე მიმდინარეობის, როგორც კათოლიკე ისე პროტესტანტი მისიონერები გააქტიურდნენ 1873 წლიდან და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს რჯულზე მოქცეულთა რიცხვი ამ დროისთვის მცირე იყო, ისინი გარკვეული გავლენით სარგებლობდნენ განათლებისა და პროფკავშირების სფეროში. შინტოს ტაძრის სავალდებულო წევრობის პოლიტიკამ XX საუკუნის 30-იანი წლები გაუსაძლისი გახადა ქრისტიანებისთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი

ქრისტიანობას იაპონიაში II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მხარს უჭერდნენ ოკუპაციური ძალები, თუმცა ამისგან ისინი უმნიშვნელო სარგებელს იღებდნენ. 2006 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 2,36 მილიონი ქრისტიანი იყო, რაც შეადგენდა მთლიანი მოსახლეობის 1,2 პროცენტს. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა იზრდებოდა ქრისტიანული საქორწინო ცერემონიების მიმართ, ქრისტიანობა, როგორც რელიგია, დღესაც იწვევს უცხოურის განცდას ადგილობრივ მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობის მიმართ ცოდნა და ინტერესი წლების განმავლობაში იზრდებოდა, იაპონელები მაინც გაუცნობიერებელნი არიან ამ რელიგიაში, რითაც განპირობებულია მორწმუნეთა რიცხვის სიმცირე. ამის ერთერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ქრისტიანობა ერთის მხრივ მოითხოვს მორწმუნის ძლიერ თავდადებასა და მეორეს მხრივ, ავალდებულებას მათ უარყონ პოლითეისტური იაპონური რელიგიები, როგორიცაა შინტო და ბუდიზმი.

Comments are closed.