ლევან იზორიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოქმედ ,,ფონდს” სოლიდური თანხა მეორედ ჩაურიცხა


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოქმედ ფონდში, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ინციატივით შეიქმნა და დახმარებას უწევს სხვადასხა მოწყვლად ჯგუფებს, სოლიდური შემოწირულობა უკვე მეორედ, განახორციელა წარმოშობით ჩხოროწყუელმა პოლიტიკოსმა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუხედავად მისი დიპლომატიური სამსახურისა ლევან იზორია აქტიურად არის ჩართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არსებული ფონდის დაფინანსებაში…  რამოდენიმე თვის წინ იზორიამ სოლოიდური თანხა ჩარიცხა ფონდის ანგარიშზე, ამჯერად უკვე მეორედ განახორციელა ასევე სოლიდური დონაცია ფონდში.

როგორც ფონდის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, უკვე მეორედ ფონდში თანხა ჩარიცხა ბიზმესმენმა სოსო გადელიამ…  ,,ფონდის სახელით, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ძმებ ხარებავებს, რომლებმაც ფონდში სოლიდური თანხა ჩარიცხეს” ამბობს ჩვენთან საუბარში ფონდის დამფუძნებელი.

ფონდმა დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1300 _ზე მეტ ოჯახს, ფონდი აქტიურად აგრძელებს მოსახლეობის მხარდაჭერას და დახმარებას.

ფონდში გახსნილია ცხელი ხაზი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს.

Comments are closed.