ზუგდიდის მაჟორიტარი ადგილობრივებს საკუთარი სახსრებით ეხმარება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ზუგდიდში მცხოვრებ 500 ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათით პირადი სახსრებით ეხმარება. მაჟორიტარი 500 სასურსათო კალათას ზუგდიდში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს.

ედიშერ თოლორაია ზუგდიდის სოფლებში მცხოვრებლებს პირადად ესტუმრა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

„გილოცავთ აღდგომის დამდეგ დღესასწაულს! აღგომის დღესასწაული უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება. გისურვებთ მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ერთმანეთის გვერდში დგომით და ერთობით გადავლახავთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას“,- აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.

Comments are closed.