გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24-საათში სამი ათასით გაიზარდა


გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24-საათში თითქმის სამი ათასით გაიზარდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 13 957 ადამიანია დაინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 11 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 31 ადამიანია გარდაცვლილი.

გერმანიის მთავრობა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

Comments are closed.