შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა – დაშავებულია 12 ჯარისკაცი


ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში – სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა.ისინი ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ.

12-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Comments are closed.