პოეტი იაგო ქებურია ჯუმბერ იზორიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს


პოეტმა იაგო ქებურიამ ჩხოროწყუელ პარლამენტარზე, ჯუმბერ იზორიაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ეს სიტყვები დიდბუნებოვან ქართველს, სამართლიანობისათვის მებრძოლ ჯუმბერ იზორიას ეკუთვნის. ადამიანი ფასდება საქმით და არა სიტყვით. ამიტომ თქვა ბრძენმა ,,სიტყვა საქმიანიო”… ბატონმა ჯუმბერმა თუ თქვა, უცილობელ გააკეთებს, გააკეთებს იმას, რაც თქვა, რასაც დაპირდა ადამიანს. აფხაზეთის ომი, აგვისტოს ომი, ავღანეთი, — მუდამ გვერდში ედგა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ხალხს. მუდამ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, იბრძოდა უშიშრად და მედგრად…

ადამიანობა ადამიანში უმთავრესია. სწორედ ეს უწრფელესი გრძნობა სუფევს ჯუმბერ იზორიას სულში. მას კარგად აქვს გათვითცნობიერებული ადამინის ვალი დედამიწაზე. სიკეთე, სამართლიანობა…

ბევრი ფეისბუქმეგობარი მყავს ოპოზიციური თუ პოზიციური პარტიიდან. ზოგს არ მოესალბუნება ჩემი წრფელი სიტყვები ბატონ ჯუმბერისადმი, ამიტომ მათ მინდა ვუთხრა ჩემი უმთავრესი იარაღი სიტყვაა, სიტყვა კარგის შესაქებად და სიტყვა ცუდის დასაგმობად, სამხილებლად… მე ცუდსაც ვამჩნევ ამ ხელისუფლებაში და ზოგიერთივით თვალს არ ვიბრმავებ და კარგსაც ვხედავ. მე არ ვაფასებ ჯუმბერ იზორიას, როგორც პოლიტიკოსს, მე ვაფასებ მას, როგორც ადამიანს, ქველმოქმედს, სიმართლისა და სამართლიანობისათვის მებრძოლს.

ძალიან ბევრ ადამიანს დახმარებია, ეხმარება და მჯერა უცილობელ დაეხმარება, ბატონი ჯუმბერი.

უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ჯუმბერ იზორიას სხვები და ასევ, ჩემი სახელით.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, იხარეთ და იდღეგრძელეთ ოჯახით, საყვარელი ხალხით.


ბატონო ჯუმბერ,
,,სულ წინ, მაღლა და მაღლა”…წერს პოეტი იაგო ქებურია.

Comments are closed.