ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვთა დღის ცენტრებს ესტუმრა


საქართველოს პალამენტის წევრი ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვთა დღის ცენტრებს ესტუმრა, საქართველოს პარლამენტის წევრმა დღის ცენტრების ბენეფიციალ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეული გადასცა, ბედნიერი ბავშვობა, წარმატებული სწავლა-განათლება და საუკეთესო მომავალი უსურვა.

ჯუმბერ იზორიას განცხადებით, მსგავსი აქტივობები სოლიდარული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ბავშვები თავიდანვე უნდა შეეჩვიონ დაეხმარონ მათ, ვისაც დღეისათვის უჭირს, ჩვენ კი მაათვის მაგალითი უნდა ვიყოთ. „ქართული ოცნება“ კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს ლამაზი ბავშვობა საქართველოში.

Comments are closed.