ჯუმბერ იზორია: ვალდებული ვარ, ჩემს თანამოქალაქეებს ამ მძიმე პერიოდში ცხოვრება შევუმსუბუქო


საქართველოს პარლამენტის წევრმა – ჯუმბერ იზორიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოხალისეებთან ერთად, ჩხოროწყუში მცხოვრებ 30-ზე მეტ ოჯახს სასურსათე კალათა გადასცა.

ჯუმბერ იზორიას ინიციატივით, პანდემიის პერიოდში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შექმნილმა ფონდმა დახმარება 1300-ზე მეტ ოჯახს გაუწია.

“ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანია. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველას, ვინც საჭიროებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერას. ამ რთულ პერიოდში ეს ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის მოვალეობაა და დიდი პასუხისმგებლობაც! ვალდებული ვარ, ჩემს თანამოქალაქეებს ამ მძიმე პერიოდში შევუმსუბუქო ცხოვრება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო, საქართველოს მთავრობასა და მთლიანად ,,ქართული ოცნების” გუნდს. ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გაჭირვების ჟამს ჩვენს მოქალაქეებს გვერდში დაუდგა, თითოეულ ადამიანს, რომელიც ერთ ოჯახს მაინც დაეხმარა, ქედს ვიხრი მათ წინაშე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯუმბერ იზორიამ.

Comments are closed.