ჯუმბერ იზორიას ინციატივით შექმნილმა ფონდმა, საფეხბურთო კლუბ ,,ერთობას” სპორტული ინვენტარი გადასცა


საქართველოს პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ინციატივით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შექმნილი ფონდი ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს.
დღეს, ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად სოფელ ლესიჭინეში საბავშო გუნდ ,,ერთობის“ ფეხბრთელებს სპორტული ინვენტარი გადასცეს.




,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, ჩემი ცხოვრების მთვარი დევიზია არა ნარკოტიკს და არა აზართულ თამაშებს, თითოეულმა ჩვენთაგანმა ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დღეს საბავშო გუნდ ,,ერთობას“ ვესტუმრეთ და სპორტული ინვენტარი გადავეცით, ჩვენი მომავალი თაობა ჩვენთვის უმნიშნოვალესია“

ამ ეტაპისთვის ფონდის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორ სოფელს გადასცეს სპორტული ინვენტარი.

Comments are closed.