ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის ლელა ვეფხვაძის სახლის შესაძენად შექმნილ ანგარიშზე სოლიდური თანხა ჩარიცხა


საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის ლელა ვეფხვაძის  ანგარიშზე 1000 ლარი ჩარიცხა.

9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს, ყველა იცნობს საქართველოში.  იმ საბედისწერო ღამეს 4 უსინათლო მღეროდა რუსული ტანკების გრუხუნში და მათგან დღეს ცოცხალი მხოლოდ ლელაა. 

ლელა, რომელსაც სახლში უსინათლო დედა,  უსინათლო ქალიშვილი და 4 წლის შვილიშვილი ჰყავს. ოჯახში სამი პირველი ჯგუფის ინვალიდია. ის ოჯახს მეტროში სიმღერით არჩენს.

 ვეფხვაძეებს არ აქვთ  საცხოვრებელი ბინა და წლების მანძილზე ნაქირავები ბინიდან ბინაში გადაბარგებით გაწამებულია სამი უსინათლო ადამიანი. მათთვის ძნელია გარემოსთან ადაპტაცია.

თბილისის მერია 400 ლარით აფინანსებს ბინის ქირას, რაც საკმარისი არ არის და 200 ლარი ლელამ უნდა დაამატოს. 

ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და იღებს სოციალურ დახმარებას, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამ სახსრებით ღირსეული და ნორმალური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, ყველამ ვიცით.  ლელა კი ყველას მხოლოდ 9 აპრილის მორიგ წლისთავზე ახსენდება, რომ ეთერები დაამშვენოს თავისი საოცარი სიმღერით და გული აუჩქროლოს მაყურებელს.

ლელა ვეფხვაძე უკვე 59 წლისაა და ჯანმრთელობაც შერყეული აქვს მეტროს სივრცეში ყოველდღიური მუშაობის გამო. ამჯერად ბინის მეპატრონე ყიდის ლელას ნაქირავებ ბინას და მორიგი გადაბარგების მოლოდინში ოჯახი სასოწარკვეთილია.  ამბობს ჩვენთან საუბარში თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა სახურია.

ივნისის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა ლელას ინტერვიუ ერთ-ერთ სააგენტოსთან. ამ ნიუსს გამოეხმაურა მრავალი ადამიანი. 

ორმა აქტივისტმა, მაკა სახურიამ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ლევან მაღლაკელიძემ, ბიზნესმენმა, ფეისბუქით დაიწყეს სოციალური კამპანია ლელას საცხოვრებელი ბინის შესაძენად თანხების მობილიზებისთვის. 8 ივნისიდან ლელას ანგარიშებზე უკვე შეგროვდა დაახლოებით 12 ათასი ლარი. 

ლელა ვეფხვაძის საბანკო ანგარიშის ნომრებია:

TBC ბანკი:GE97TB7334745061100056

საქართველოს ბანკი: GE23BG0000000229621900

მიმღები: ლელა ვეფხვაძე

Comments are closed.