ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სასურსათო პროდუქტის გადაცემა გრძელდება


საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია, ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს სახლში ესტუმრნენ, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და სასურსათო კალათა მიუტანეს.

სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.

Comments are closed.