ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 1000 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება.

დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ომის ვეტერანებს და მარტოხელა ხანდაზმულებს სასურსათო კალათა სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ნობათი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აღნიშნული კატეგორიის 1000-მდე ოჯახმა უკვე მიიღო.

სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ადგილობრივი ცხელი ხაზის ნომერზე, ან მოგვწერონ ელექტრონულ მეილზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

☎ ცხელი ხაზი: 599 85 01 56

StopCov

დარჩისახლში

Comments are closed.