ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 100 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადაეცა


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების გადაცემის პროცესი გრძელდება.

საგანგებო სიტუაციის რეჟიმში, კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ჯუმბერ იზორია, კერძო სექტორის მიერ შექმნილ ფონდთან ერთად 150 – მდე ოჯახს დაეხმარა სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტით.

სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად შეჭირვებულ, შშმპ და სხვა კატეგორიის ოჯახებს დაურიგდათ.

პროდუქტის დარიგება სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

Comments are closed.