ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა გრძელდება


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

სასურსათო პროდუქტს ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 900-მდე აღსაზრდელი მიიღებს.

პროდუქტს ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექცია აფასოებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს გადასცემს, რომლებიც სურსათს აღსაზრდელებს სახლში მიუტანენ, პროდუქტის დარიგებაში მონაწილეობას მოხალისეთა ჯგუფის წევრები და მენეჯერები მიიღებენ.

პროდუქტების დაფასოების პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორი მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, და საკრებულოს თავნკდომარე ბესიკ ესებუა ადგილზე გაეცნენ.

Comments are closed.