შუახევის სოფელ ვანში 3 სახლი დაიწვა


შუახევის სოფელ ვანში დღეს, 24 დეკემბერს, ხანძრის შედეგად 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შუახევის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ ცენტერაძის ოჯახი სოფელში მუდმივი მაცხოვრებელია, მას ორსართულიანი ხის სახლი დაეწვა, როლანდ და ჯემალ ცენტერაძეების ოჯახები კი, რომელთა ერთსართულიანი სახლები დაიწვა, სოფელში სეზონურად ცხოვრობენ. სამთავე სახლი ხის იყო.

დაიწვა რამდენიმე დამხმარე ნაგებობაც.

Comments are closed.