სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა ,რის გამოც მოხდა ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი. ამჟამად სასწავლო პროცესი ნაქირავებ კერძო სახლში მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით აქ 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ , თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი, ასევე, ავტოსადგომი. გათვალისწინებულია საბუნისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოემსახურება სასკოლო ავტობუსი. ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ განახლებული სკოლა ბევრ ბავშვს მეზობელი სოფლებიდანაც მოიზიდავს.


სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა,მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ.

Comments are closed.