პარლამენტის წევრი რომელიც პანდემიის პერიოდში 2500 ოჯახს დაეხმარა


კორონავირუსის პანდემიამ გლობალური კრიზისი გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკაში, გაუქმდა მილიონობით სამუშაო ადგილი, ადამიანები სამსახურის და საკვები პროდუქტების გარეშე დარჩნენ.

მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა გამკლავებოდა კრიზისს, გვერდში დადგომოდა საკუთარ მოქალაქეებს, საქართველოს ხელისუფლების სწორმა ნაბიჯებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ნაკლები ზიანი მოუტანა ქართულ ეკონომიკას, სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს სახელმწიფომ დახმარების ხელი გაუწოდა.

ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობისადმი სოლიდარულები იყვნენ ბიზნესმენები,ცალკეული პოლიტიკოსები, ახალგაზრდა მოხალისეები, რომლებიც საკუთარი ინციატივით ეხმარებოდნენ და უმსუბუქებდნენ პანდემიის პერიოდში ადამიანებს ცხოვრებას. გამორჩეულად სოლიდარული იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ინციატივით შექმნილი ფონდი, რომელიც პამდემიის პირველი დღეებიდან, მოხალისეებთან ერთად, 2500 ოჯახს დაეხმარა სასურსათო პროდუქტით.



ფონდმა სასურსათო დახმარებასთან ერთად,მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწია ათობით ოჯახს. ასევე შშმ პირებს დაუფინანსდათ ტრანსპორტირების თანხა, სამედიცინო დაწესებულებამდე მისასვლელად ფონდის წარმომადგენლებს უყურადღებოდ არც ვეტერანები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები დარჩენიათ, ეს იყო ერთი დიდი სოლიდარობის აქცია, რომლის უკან საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია იდგა.



9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს საქართველოში ყველა იცნობს. ივნისის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა ლელას ინტერვიუ ერთერთ სააგენტოსთან, რომელსაც არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მაკა სახურიამ და ლევან მაღლაკელიძემ “ფეისბუქით” დაიწყეს სოციალური კამპანია ლელას საცხოვრებელი ბინის შესაძენად თანხების მობილიზებისთვის. საქართველოს პარლამენტის წევრმა – ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის – ლელა ვეფხვაძის სახელზე გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე სოლიდური თანხა ჩარიცხა ჩარიცხა. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის ,,ქართუ ბანკმა” ლელა ვეფხვაძეს საცხოვრებელი ბინა შეუძინა.



ჩვენს კითხვაზე თუ რამ განაპირობა მისი მხრიდან უპრეცედენტო სოლიდარობის აქცია ჯუმბერ იზორიამ გვიპასუხა : ,,მთელი ჩემი ცხოვრება ღირსეულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ხალხს, ამის საპასუხოდ ყოველთვის ვიღებდი დიდი სიყვარულს და პატივისცემას რიგითი მოქალაქეებისგან, ჩემი ვალდებულებაა ვიყო იქ სადაც ჩემს თანამოქალაქეებს სჭირდებათ და დავეხმარო მათ ვისაც დახმარება სჭირდება”. ჯუმბერ იზორიას შექმნილი ფონდი რამდენიმე დღეში ახალ პროექტს იწყებს, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს.

Comments are closed.