მსოფლიო პანდემია და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი


COVID 19-ის (ახალი კორონავირუსის) პანდემიის შემდეგ სამყარო და ადამიანი ძირფესვიანად შეიცვლება – ასეთია საყოველთაო მოლოდინი. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობა გლობალური პრობლემის, გლობალური საფრთხის წინაშე დადგა.
ახალი კორონავირუსის წინაშე, პარადოქსულად, ყველაზე დაუცველები მდიდარი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ. ბირთვული ზესახელმწიფოები და მდიდარი ინდუსტრიული სახელმწიფოები ვერ ან ძნელად ახერხებენ საკუთარი მოსახლეობის დაცვას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს სახელმწიფო სრულად მომზადებული შეხვდა მსოფლიო პანდემიას, ჩვენ გვყავს გმირები, რომლებიც შემოქმედი არიან ამ ქვეყნის წარმატების პანდემიასთან ბრძოლაში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და იქ შექმნილი ფონდი ნამდვილად გამორჩეული იყო ადამიანთა დახმარების კუთხით.


ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ფონდის ბენეფიციარს რასაც უცვლელად გთავაზობთ.
ქალბატონი ლამარა მარტოხელა მოხუცია, პანდემიის პერიოდში ძალიან გაუჭირდა რადგან იმ საარსებო თანხას რომელსაც შვილი უგზავნიდა შეუწყდა. ,, ძალიან უიმედოდ ვიყავი შვილო,პანდემიის გამო ჩემმა შვილმა სამუშაო დაკარგა და ვეღარ ახერხებდა თანხის გამოგზავნას, ჩემი პენსია მხოლოდ მედიკამენტებს ყოფნის, ნამდვილად არ ველოდი ასეთ თანადგომას სახელმწიფოსგან, ბატონი ჯუმბერ იზორია დაგვეხმარა სასურსათო პროდუქტით, მთელი პანდემიის პერიოდში გვერდში მედგა, მისი ძალიან მადლობელი ვარ“- ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალბატონი ლამარა.



პანდემიამ დიდი ფინანსური ზარალი მოუტანა თურქეთში სეზონურად დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენი რესპოდენტი ვალერი 10 წელია რაც თურქეთში მუშაობს ჩაის პლანტაციაში და იქიდან მიღებული შემოსავლით ოჯახს ინახავს, თუმცა პანდემიის გამო წელს ვერ მოახერხა წასვლა ,, მე წლებია თურქეთში დავდივარ სამუშაოდ, ჩაის პლანტაციაში ვმუშაობ, წელს ვერ წავედი რადგან პანდემიამ შემიშალა ხელი, ბანკის ვალები მქონდა გადასახდელი მაგრამ ვერ გადავიხადე, სამი თვით სესხის გადავადებამ ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მომცა, სახელმწიფოც დამეხმარა ბაღიდან ბავშვის საკვები მოგვცეს, ჯუმბერ იზორიას შექმნილი ფონდი გვერდში დაგვიდგა და სასურსათო პროდუქტთან ერთად, ჩემი მცირწლოვანი შვილისთვის მედიკამენტებიც შეგვიძინა“.

პანდემიამ უამრავი ადამიანი დაუბრუნა მშობლიურ კერას, შოთა წლების განმავლობაში იყო ემიგრაციაში, თუმცა პანდემიამ ის აიძულა დაბრუნებოდა საკუთარ სოფელს. ,, ნამდვილად არ ვიყავი მზად ფინანსურად საქართველოში დასაბრუნებლად, თუმცა იქაც სამუშაო თითქმის გაჩერდა, ვეღარ ვიხდიდი ქირის ფულს და ჩვენი საელჩოს დახმარებით დავბრუნდი საქართველოში, აქ ჩამოსული ნამდვილად გაოცებული ვიყავი იმ თანადგომით რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა, ბატონი ჯუმბერი გვერდში დამიდგა, სახლი რომელიც წლები მიტოვებული იყო და თითქმის არ იცხოვრებოდა, საკუთარი სახსრებით შემიძინა პირველადი მოხმარების საოჯახო ტექნიკა, არ ვიცოდი სიხარულისგან რა გამეკეთებინა, მადლობელი ვარ ამ გვერდში დგომისთის“.

ჟურნალისტი ია ბოჯგუა ჩვენთან საუბარში ამბობს : ჯუმბერისთანა პიროვნები ერთეულებია ძალიან კეთილშობილი,ღირსეული პიროვნება.
გაუმართლდა ჩხოროწყუს რაიონს ასეთი დუღალავი ხალხის მხადამჭერი და პრინციპული ადამიანი რომ ჰყავს.
ასეთი პიროვნება ყველა რაიონს რომ ჰყავდეს სიღარიბე არ იქნება ამას თამამად ვაცხადებ მე ტყვეობა გავლილი ჟურნალისტი ია ბოჯგუა.
მე ძალიან ცუდად ვარ სხვა რაიონში ცხოვრობ,მაგრამ დღე არ გავა არ მომიკითხოს და დახმარება არ შემომთავაზოს.

პანდემიამ შეცვალა ადამიანები, მსოფლიო არასდროს იქნება ისეთი როგორიც იყო კორონამდე.

Comments are closed.