ზუგდიდის მერიამ ჯანდაცვის მიმართულებით 946 პირი დააფინანსა


skynews.ge-ს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვლილი ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 2019 წლის  სექტემბრის ჩათვლით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა კომისია  მიერ განხილულ იქნა  994  მოქალაქის განცხადება.  დაფინანსდა –  946 პირი. დაფინანსების თანხამ შეადგინა  322 456,32 ლარი.

კერძოდ;

1. ძვირადღირებული გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) დაფინანსება – 243 მოქალაქე ( 58726,24ლარი).

2.  სტაციონარული სამედიცინო მომსახურების( ოპერაციის) დაფინანასება/ თანადაფინანსება ისარგებლა 186 მოქალაქემ (117374,51 ლარი).

3.  აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო და ყოველთვიურად მერიის დაფინანსებას ღებულობს 50 ბავშვი.  პროგრამაზე გახარჯულია 50 358 ლარი.

5. სარეაბილიტაციო მკურნალობა სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის დაუფინანსდა 23 ბავშვს (11 321ლარი). 

6.იშვიათი დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზირებული  საკვებით უზრონველყოფის ქვეპროგრამით  სარგებლობს  8 მოქალაქე, ფენილკეტონურიით დაავადებულებისთვის  ყოველთვიურად გათვალისწინებულია 500 ლარი, ცელიაკიით დაავადებულთათვის-250 ლარი.  სულ  ამ ქვეპროგრამით გახარჯულია 12000 ლარი.

7. ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით   ისარგებლა 436 მოქალაქემ (72676,57 ლარი).

დებულებით გაუთვალისწინებელი მომსახურების მოთხოვნის გამო დაფინანსებაზე უარი ეთქვა   48 მოქალაქეს.

ასევე, ჯანდაცვის მიმართულებით მერიის მიერ მხარადჭერილი და ორგანიზებული იყო საქველმოქმედო აქციები:

●  22 ივნისს რეფერალურ საავადმყოფოში ორგანიზაცია  „ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ორგანიზებით ჩაატარდა  საქველმოქმედო აქცია. უფასო გამოკვლევები ჩაატარეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა. აქციის ფარგლებში  უფასოდ დარიგდა პირველადი მომსახურების  მედიკამენტები. ამ მომსახურებით სულ ისარგებლა 250 ბენეფიციარმა.

● 3-4 ივლისს „ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკაში“  ულზიბატის სახელობის „კლინიკური  რეაბილიტაციის ინსტიტუტი“-ს მოწვეულმა ორთოპედებმა  ჩაატარეს უფასო კონსულტაციები. სულ ამ აქციით ისარგებლა 45 შშმ ბავშვმა.

Comments are closed.