ჯუმბერ იზორია _ ჩვენს სამშობლოს და ხალხს თუ დასჭირდა, სისხლს კი არა საკუთარ სიცოცხლეს გავიღებ


ბატონო ჯუმბერ, თქვენი ინციატივით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეიქმნა ფონდი, რომელიც აქტურად ეხმარება სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, რა სამუშაო გასწია ფონდმა ამ ეტაპამდე და როგორია სამომავლო გეგმები?

ჩემი ინციატივით და ჩემი მეგობრების მხარდაჭერით შეიქმნა ფონდი, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება სასურსათო პროდუქტით. ამ ეტაპსთვის დახმარება გაეწია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000_ზე მეტ ოჯახს, დაგეგმილი გვაქ დამატებით 500_ზე მეტი ოჯახის მხარდაჭერა… ფონდში სოლიდური თანხა შემოსწირეს როგორც კომპანიებმა,ბიზნესმენებმა ასევე რიგითმა მოქალაქეებმა. ყველაზე დიდი დონაცია ფონდში მეღვინეობა ,,ხარებამ“ განახორციელა. ფონდის საქმიანობაში აქტურად არიან ჩართული მოხალისეები, ავღანეთის ომის ვეტრანები, ახალგაზრდები და ადამიანები რომლებისთვისაც მთავარი ადამიანის და სამშობლოს თანადგომაა. ამ რთულ პერიოდში საკუთარი სამშობლოს წინაშე უნდა ვიყოთ მართლები, ჩვენს თანამოქალაქეებთან ვისაც დახმარება სჭირდება.  დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე 50 _ზე მეტი ზარი შემოდის თითოეულ ზარზე მაქსიმალურ სწრაფად ვახდენთ რეაგირებას, მოხალისეთა ნაწილი უკვ ერთ თვეზე მეტია 24|7 ზე მუშაობს.


თქვენ ასევე აქტიურად ჩაერთეთ აქციაში ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა მსგავს აქციებში?

ჩვენს სამშობლოს და ხალხს თუ დასჭირდა, სისხლს კი არა საკუთარ სიცოცხლეს გავიღებ, სამშობლო შეიძლება სხვადსხვანაირად დაიცვა იარაღით ხელში, შენი ღირსეული სამსახურით ქვეყნის წინაშე, მსგავს აქციებში მონაწილეობაც სამშობლოს დაცვაა…  რადგან არსებობენ ადამიანები ვისთვისაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს სისხლის დონორის არსებობა. ბედნიერი ვარ რომ ჩემს ქალაქში უამრავი მოხალისე აღმოჩნდა რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლის სხვების დასახმარებლად, მსგავს აქციებში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას ადრეც, ეს ჩემთვის ჩვეული წესია, როცა სამშობლოს და ხალხს სჭირდება მეც იქ ვარ ჩემი მცირედი რესურსით.

როგორ შეაფასებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას?

ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ, ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გამოვიდეს მსოფლიოში შექმნილი რთული  მდგომარეობიდან, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ ჩევნი პოლიტიკური გუნდის მუშაობას, საქართველო სრულად მომზადებული შეხვდა პანდემიას. ჩვენი ხელისუფლების და გმირი ექიმების ერთობლივმა მუშაობამ მოგვცა ის რაც გამოგვარჩევს სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნებისგან. მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში ხშირად შეხვდებით საქართველოს გამორჩეულ როლზე სტატიებს, სადაც მიმომხილველები წერენ რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება ამ დიდ  გამოწვევას.  მთავრობის მიერ წარმდგენილი გეგმა, სრულად მოცავს ყველა იმ სფეროს სადაც განხორციელებული სუფსიდია მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დავუბრუნდეთ განვითარების მაღალ ტემპს…

სოციალურ ქსელებში გამორჩეულად აქტურია თქვენი ფეისბუქ გვერდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია იდება თქვენს აქტივობებზე, უკავშირდება თუ არა ეს ჯუმბერ იზორიას მომავალ პოლიტიკურ გეგმებს?

ამ ეტაპზე ერთადერთი გეგმა არსებობს მხოლოდ. გეგმა რომელიც უკავშირდება იმ ადამიანების დახმარებას რომლებიც საჭიროებენ გვერდში დგომას, ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო მოყვასის თანადგომაა…  სხვას ამ თემაზე ვერაფერს გეტყით. მე იქ ვიდექი,ვდგავარ და ვიდგები სადაც ჩემს ხალხს და სამშობლოს სჭირდება, მომავალშიც ასე იქნება.

Comments are closed.