ჯუმბერ იზორია _ პრემიერის სწორმა პოლიტიკამ, ათასობით ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა


ბატონო ჯუმბერ, გასულ კვირას პრემიერ მინისტრი ორჯერ წარსდგა პარლამენტის წინაშე, როგორ შეაფასებდით მის საპარლამენტო ანგარიშს და ოპოზიციასთან პოლიტიკურ დებატებს? 

ბატონმა პრემიერმა, საზოგადოებას გასაგებ ენაზე აუხსნა და მიაწოდა სრული ინფორმაცია, პანდემიის წინაამღდეგ ბრძოლაში გადადგმულ ნაბიჯებზე. 

პრემიერის ანგარიში იყო უმაღლეს დონეზე მომზადებული, საფუძვლიანი, არგუმენტირებული და განვითარებაზე ორიენტირებული..

COV19 წინაამღდეგ ბრძოლას თავიდან ბოლომდე თვალყურს ვადევნებდი და ჩართული ვიყავი ჩემს რეგიონში, სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩვენი ხელისუფლების მუშაობა იყო უკიდურესად წარმატებული, ჩვენი ქვეყნის ბრძოლას პანდემიის წინაამღდეგ უმაღლეს შეფასებას აძლევს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. მართალია საქართველოს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა პანდემიის წინაამღდეგ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების და პროფესიონალი ექიმების ერთობლივი მოქმედებით ჩვენ ამ გამოწვევას წარმატებულად გაუმკვლავდით.

ჩვენს რეგიონში და ბევრ განვითარებულ ქვეყნებში, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ჩვენთან პროცესი მართვადია, კონტროლირებადია და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, ბუნებრივია ეს სწორი გადაწყვეტილებების და დიდი შრომის შედეგია. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციას ბოლომდე შევინარჩუნებთ, ჩვენ გავიარეთ ბეწვის ხიდზე ისე რომ შეცდომა არ დაგვიშვია. მე მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრემიერს, სამთავრებო გუნდს, საპარლამეტო უმრავლესობას, ასევე ექიმებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს.

ჩვენი ხელისუფლების წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო მაგრამ ვერ ხედავს ჩვენი ოპოზიცია, დარწმუნებული ვარ ოქტომბრის არჩევნებში საზოგადოება ობიექტურად შეაფასებს გაწეულ სამუშაოს და საკადრის პასუხს გასცემს. 

მესმის თქვენი ოპტიმიზმი თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ გიორგი გახარია სულ მალე დატოვებს პრემიერის პოსტს, ველოდოთ თუ არა ცვილეებებს სამთავრებო გუნდში? 

მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, ადამიანს რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში და უყვარს მოსახლეობას მისი შეცვლა ბუნებრივია საფუძველს მოკლებულია.. მისმა სწორმა პოლიტიკამ, ათასობით ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა, რომ არ პრემიერის ის ნაბიჯები ჩვენ ვიქნებოდით იმ ქვეყნების რიგებში სადაც პანდემიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მახსენდება ის პერიოდი როდესაც ჩვენი პირველი პრეზიდენტი ახალი არჩეული იყო, როგორც ახლა მაშინაც ხშირად მიწევდა ოჯახებში სტუმრობა და თითქმის უმეტეს ოჯახში პრეზიდენტის სადღეგრძელოს სვავდნენ, დღესაც ანალოგიურს ვხედავ, ბატონ გიორგის მიმართებაში, ეს ჩვენთვის სიამაყეა. ვთვლი რომ ბევრი გიორგი გახარია სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თქვენი ინციათივით შექმილი ფონდი 1300 მეტ ოჯახს დაეხმარა, უკავშირდება თუ არა ეს წინასაარჩევნო პერიოდს?

არანაირად არ უკავშირდება საარჩევნო პერიოდს, რაც თავი მახსოვს ყოველთვის მსიამოვნებდა ადამიანების გვერდში დგომა, და ეხლაც ვფიქრობ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, გავაკეთე ის რაც შემეძლო და მომავალშიც გავაკეთებ იმის მაქსიმუმს რაც შემეძლება, ჩემი ხალხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ვთვლი რომ ეს ჩემი მოვალეობაა და პასუხისმგებლობა, ვიყო ჩემს ხალხთან როცა მათ ეს სჭირდებათ.

თქვენი აქტივობები მიუთითებს იმაზე რომ თქვენ უკვე, დაიწყეთ სამზადის არჩევნებისთვის, ემზადება თუ არა ჯუმბერ იზორია მომდევნო პარლამენტში მოსახვედრად? 

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

Comments are closed.