ჯუმბერ იზორია _ დარჩით სახლში, გაუფრთხილით ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას


ბატონო ჯუმბერ, როგორ შაფასებთ კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას?

რთული გამოწვევის წინაშე დგას დღეს მთელი მსოფლიო, cov19 ვირუსის ტოტალურად გავრცელებამ შექმნა ახალი რეალობა. მტერი არის უხილავი და ჩვენი დაუდევრობით შეიძლება, ეს მტერი საკუთარ ოჯახში მივიყვანოთ, არავინ არ ვართ ამისგან დაზღვეული, ექიმები რომლებიც 24/7 ებრძვიან ამ უხილავ მტერს, ზოგჯერ თვითონ ხდებიან ამ ვირუსით დაინფიცირებული.

უმორჩილესად გთხოვთ მაქსიმალურად თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისაგან, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთვევაში გადით გარეთ და მაშინაც  გთხოვთ დაიცვათ დისტანცია და გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რომლებსაც გვთავაზობენ სპეციალისტები…

ეხლა არ არის დრო სეირნობის, გართობის და მეგობრებთან ერთად ყოფნის, ეხლა სახლში ყოფნის დროა. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ჩვენისთანა პატარ ერებისთვის შეიძლება ეს ვირუსი გამანადგურებელიც იყოს, გაუფრთხილდით საკუთარ მშობლებს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს, თქვენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება ათეულობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს…

თავის მხრივ კი საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანა მაქსიმალურად იყოს დაცული კორონავირუსისგან. მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ და ზედმიწევნით შევასრულოთ ის რეკომენდაციები რომელსაც გვთავაზობს საქართველოს მთავრობა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია… დარჩით სახლში, დაიცავით რეკომენდაციები.

სამწუხაროდ არიან ადამიანები რომლებიც, არ ითვალისწინებენ  სპეციალისტების რეკომენდაციებს და არღევენ თვითიზოლაციის წესებს, რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ მათ დასასჯელად?

ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელი, როცა საფრთის წინაშე აყენებ შენ ოჯახს, მთელ საზოგადოებას, საფრთხის ქვეს აყენებ იმ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რომელიც შენივე უსაფრთხოებისთვის მუშაობენ დაუღალავად ყოველგვარი დასვენების გარეშე…

 ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის და განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ რომლების საკუთარი ჯამრთელობის ფასად მუშაობენ იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტად ვიყოთ დაცული, ნუ შევუშლით ხელს ამ ადამიანებს საკუთარი შეუგნებელი ქცევებით…   ეს არ არის ის მდგომარეობა როცა მტერი ხილულია და იცი სად არის, მაშინ ბრძოლაა უფრო ადვილია, მაგრამ მტერი დღეს უხილავია.  თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება გახდეს იარაღი რომელსაც ისევ ჩვენივე საყვარელი ადამიანების წინაამღდეგ გამოიყენებს, ჩვენი დაუდევრობით ნუ მივცემთ ამ დამატებით ბერკეტს მტერს, რომელიც ისედაც ძლიერია…

ყველა უყურებს თუ რა ხდება ჩინეთში, ირანში,იტალიასა და ესპანეთში, უფალს შევთხოვ რომ დაგვიცვას მსგავსი რაოდენობის შემთხვევებისგან… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პრევენციისთვის, სულ რამოდენიმე დღის წინ პარლამენტში დავარეგისტრირეთ ახალი კანონპროექტი რომელი პრევენციული ხასიათისაა, რომლის მიხედვით კარანტინის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის ჯარიმა 15 ათასი ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმეორდება, დამრღვევ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა, სასჯელი სახით გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით… ევროპის ქვეყნებშიც მსგავის კანონი მიიღეს, მაგალითად ნორვეგიაში კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის $2000-იანი ჯარიმა, ან 15-დღით თავისუფლების აღკვეთა დაწესდა, ასევე ესპანეთში თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე 500 დან 3000 ევრომდე არის ჯარიმა, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში არის პატიმრობა…

ოპოზიცია ხელისუფლებას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, კორონა ვირუსის წინაამღდეგ  არასაკმარისად მიიჩნევს, მათი თქმით ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა ამ პრობლემას, რას უპასუხებდით მათ?

სამწუხაროა რომ ოპოზიცია ასეთ რთულ პერიოდშიც სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს როგორი მომზადებული შეხვდა ჩვენი სახელმწიფო ამ პანდემიას, შეიძლება ითქვას ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყნებზე უკეთესადაც, ამას აღიარებენ ევროპაშიც მაგალითად საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზია ΣΚΑΪ ΤV-ზე კორონავისურთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა. მათი თქმით, ქართველებს პროფესიონალი ექიმები ჰყავთ და ხელისუფლებამაც შესაბამისი ზომები დროულად მიიღო, რამაც კორონავირუსთან ბრძოლა ეფექტური გახადა და ვირუსის გავრცელება – კონტროლირებადი. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს წარმატებული უწოდა…

დიპლომატიური კორპუსიც იზიარებს ამ მოსაზრებას მაგალითად ჩინეთის ელჩმა განაცხადა რომ საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით. ბუნებრივია ეს მხოლოდ 24/7 მუშაობის შედეგია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ_მინისტრ გიორგი გახარიას, საკორდინაციო საბჭოს, ჩვენს ექიმებს, პოლიციელებს და ყველა იმ ადამიანს ვინ 24 საათის მანძილზე საკუთარი ჯამრთელობის ფასად იცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას…

ფონდი ,,ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად, როგორ ფიქრობთ მიბაძავენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს სხვა ბიზმესმენები?

მე მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წლებია საკუთარი ფინანსებით ეხმარება ჩვენ ხალხს. ეხლაც ამ მძიმე პერიოდში პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი სახელმწიფოს. მინდა საზოგადოებამ იცოდეს რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯამში 165 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქველმოქმედო პროექტებზე ჯანდაცვის მიმართულებით, რაც დღევანდელი კურსით თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია (461 მილიონი ლარი)… მას აქვს უდიდესი ამაგი ჩვენს ქვეყანაზე და ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამიტომ ებრძვიან მას ქართული სახელმწიფოს მტრები… მინდა ვუთხრა ოპოზციას, თუ არ გინდათ დაინახოთ ის სიკეთე რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის აკეთებს კი ბატონო, მაგრამ ცილს მაინც ნუ დასწამებთ, ნუ მოუგონებთ ტყუილებს იმ ადამიანს ვინც უამრავი სიკეთე გააკეთა საქართველოსთვის.

რაც შეეხება სხვა ბიზნესმენებს იმედი მაქვს რომ ისინიც ჩაერთვებიან ამ სოლიდარობის აქციაში. „კარფური“, „ნიკორა სუპერმარკეტი“, „სპარი“, „დავით ტატიშვილის კლინიკა“ – ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებმაც კორონავირუსის გამო, დაკეტილი სასტუმროების თანამშრომლების დროებით დასაქმების სურვილი გამოთქვეს, ვიმედობნებ რომ მათ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.. დღეს ისე როგორც არასდროს უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ..

Comments are closed.