ჯუმბერ იზორია – ნაციონალური მოძრაობის ცრუ ბრალდებებს მამაჩემის ინსულტი მოყვა


ბატონო ჯუმბერ როგორ შეაფასებდით მოძრაობა “შეცვალეს“ აქციას ჩხოროწყუში?

ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული პროვოკაცია, ეგრეწოდებულ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისიდან და ზუგდიდიდან ჩამოყვანილი ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივისტები, აქციაზე იყო მხოლოდ 2 ჩხოროწყუელი ახალგაზრდა რომლებიც ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან, თუმცა მინდა ავღნიშნეო რომ ისინი პროვოკაციულად და არაადეკვატურად იქცეოდნენ.
არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი მაგრამ არ შემიძლია რომ არ ვთქვა, ადამიანები რომლებსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, აქციას მიწყობენ მე -ადამიანს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდი ჩემი სამშობლოს, საქართველოს ღირსებას იარაღით ხელში, ყველა იმ ომში რომელშიც დამოუკიდებელი საქართველო მონაწილეობდა. მე მებრძვიან, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი მიყვარს.

მოძრაობა “შეცვალეს“ წევრებმა თქვენ და თქვენი ოჯახი კონტრაბანდული სიგარეტის და საწვავის რეალიზაციაში დაგადანაშაულეს? ამაზე რას გვეტყოდითრა მოხდა რეალურად?

არაერთხელ ავღნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეირებ, წელიწადნახევრის წინ მივიდნენ ოჯახში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ 80 წელს გადაცილებული ადამიანები.ოჯახში სადაც მე 30 წელია არ ვცხოვრობ. მივიდნენ კონკრეტული პირები და გადაიღეს კადრები, ასე ვთქვათ დადგეს სპექტაკლი ყოფილმა ზონდერ ძალოვნებმა, რომელთაც სახელი და გვარიც ყველასთვის ცნობილია სამეგრელოში. შემდეგ ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს უხმეს, რომ ამ კადრებზე აეგოთ რეპორტაჟი, ისიც ფარული ვიდეოს ჩაწერითან 6 თვის შემდეგ, არჩვნების წინა დღეებში რათა მეტი ხმაური გამოეწვია.რაც შეეხება მოძრაობა შეცვალეს აქციას მე მქონდა ინფორმაცია რომ ისინი აპირებნენ ჩხოროწყუში აქციის გამართვას, მიუხედავად იმისა რომ იმ დღეს მქონდა შეხვედრები ქალაქგარეთ, მე შეგნებულად დავრჩი ბიუროში რათა ამ ახალგაზრდების კითხვებზე გამეცა პასუხი. მე მათ შევთავაზე დიალოგის ფორმატი სადაც ისინი დასვამდნენ კითხვებს და ჩემი მხრიდან იქნებოდა არგუმენტირებული პასუხები, თუმცა მათ დიალოგზე უარი თქვეს რადგან მათ არ ქონდათ მსგავის მითითება, ნაციონალური მოძრაობიდან.
აქვე მინდა ავღნიშნო რომ როდესაც მოძრაობა შეცვალეს წევრებს მე ავუხსენი თუ რა იყო რეალობა და საიდან მოდიოდა ეს ბრალდბები, მათ პირად საუბრებში თქვეს რომ მათ სულ სხვა ინფორმაცია ქონდათ ჩემს პიროვნების მიმართ და სინანულს გამოთქვამდნენ ამის გამო.

ჩხოროწყუში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც მოძრაობა შეცვალეს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაციონალური მოძრაობის ერთ_ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო “იზორიების კლანის“ მიერ ორგანიზებული თავდასხმა, რას უპასუხებდით მის ამ ბრალდებას?

ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან მსგავი ბრალდებები არახალია, ეს ერთგვარად მათი სტილია, პოლიტილურ ოპონენტებს დასდონ ბრალი ყოველგვარი ფაქტების და არგუმენტების გარეშე. არანაირი “იზორიების კლანი“ ჩხოროწყუში არ არსებობს და ეს იცის ყველამ. მინაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ეს აქცია იყო პლიტიკური და ის იმართებოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, სწორედ აკო მინაშვილი აძლევდა ინტრუქციებს მოძრაობა შეცვალეს წევრებს.
პოლიტიკურ ოპონენტებს რომლებსაც, თვალშე არ მოსდის ჩემი წარმატებები ან მოქალაქეების სიყვარული ჩემდამი, თხზავენ გამოგონილ ისტორიებს. მე იმას რასაც მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ საკუთარი შრომით.
რაც შეეხება ანიშნულ ინციდენტს, ბუნებრივია ვგმობ მსგავს ფაქტებს, მე როგორც მაქვს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებულია.



როგორც თქვენ თქვით ნაციონალური მოძრაობა ხშირად ავრცელებს ცრუ ბრალდებებს თქვენი და თქვენი ნათესავების მისამართით, რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობენ?

რამოდენიმე დღის უკან ჩემს მშობლებს, გვიან ღამით სახლში შეუვარდნენ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს, კიდევ ერთი სპექტაკლი მოუწყვეს. ამყოფებენ მუდმივი ზეწოლის და შანტაჟის ქვეშ, ის არ აკმარეს რომ რამოდენიმე წლის წლინ გავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რასაც მამაჩემის ინსულტი მოყვა და შრომისუნარიანი ადამიანი გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. ეს ნაც მოძრაობის პარტიული ტელევიზიის დამსახურებით მოხდა. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ამ სიბინძურეში მონაწილეობდნენ, მე მათ მიმართ არანაირი წყენა არ გამაჩნია, ვინაიდან ვიცი მათ უკან ვინც დგას, ვიცი ვის დაკვეთასაც ასრულებენ.

Comments are closed.