ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია


ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია „Skynews.ge“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Comments are closed.