ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. როგორც ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, ყველა შემთხვევა, გარდა ერთისა, იმპორტირებულია. საერთო ჯამში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 806-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა პირველად აღრიცხა ის პაციენტები, რომელთაც ვირუსის სიმპტომები თითქმის არ აქვთ. როგორც მთავრობა აცხადებს, ამჟამად ჩინეთში 1367 მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა ასეთი ინფიცირებული 14-დღიან კარანტინს გაივლის.

Comments are closed.