სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა


სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომაროების კომენდანტმა, სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მიიღო.

გადაწყვეტილების თანახმად, სომხეთის მთელ ტერიტორიაზე იზღუდება მოქალაქეთა გადაადგილების უფლება და ამოქმედდება სავალდებულო თვითიზოლაცია, რათა მოქალაქეთა კონტაქტები შეიზღუდოს და კორონავირუსის გავრცელება შეიზღუდოს.

როგორც განკარგულებაშია ნათქვამია, მოქალაქეებს აქვთ უფლება, აირჩიონ თვითიზოლაციის ადგილი, რომელიც ამ რეჟიმის ამოქმედებამდე არ შეიცვლება.

იზღუდება გადაადგილება სომხეთის სხვადასხვა რაიონებს შორის.

პირველი აპრილის 14:00 საათიდან სომხეთის პოლიცია და უშიშროების საბჭო, მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების მეთვალყურეობის მიზნით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებს მოაწყობენ.

სავალდებულო თვითიზოლაცია სომხეთში 12 აპრილამდე გაგრძელდება.

Comments are closed.