დონალდ ტრამპი – შტატების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან ერთად მალე მივიღებ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ შტატების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან ერთად მიიღებს.

დონალდ ტრამპმა მედია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შტატების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება გუბერნატორებმა მიიღეს, მცდარია.

„კონფლიქტისა და დაბნეულობის შემოტანის მიზნით, ზოგიერთი ფეიქმედია ამბობს, რომ შტატების გახსნის გადაწყვეტილება გუბერნატორების პირადი გადაწყვეტილებაა და არა აშშ-ის პრეზიდენტის და ფედერალური მთავრობის. ეს არასწორია. ეს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და ბევრი მიზეზით განპირობებული. როგორც ითქვა, მე, ადმინისტრაცია და გუბერნატორები ერთად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება. გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან და სხვებთან შეთანხმებით მალე მივიღებთ“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

Comments are closed.