დონალდ ტრამპი – არასდროს მივატოვებთ აშშ-ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას არასდროს მიატოვებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მე უკვე დავავალე ენერგეტიკის მდივანსა და ხაზინის მდივანს შეიმუშაონ გეგმა, რომელიც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის დასახმარებლად თანხების გამოყოფას ითვალისწინებს, რათა კომპანიები და სამუშაო ადგილები დიდი ხნით იყოს დაცული“, – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ამერიკული, დასავლეთ ტეხასური ნავთობი ბირჟებზე მკვეთრად გაუფასურდა. პირველად ისტორიაში ამ ტიპის ნავთობის ღირებულება 0-ზე დაბლა დაეცა.

21 აპრილის დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო, თუმცა გაუფასურება დაიწყო ბრენტის ტიპის ნავთობმა.

Comments are closed.