ხატია წერეთელი _ ჩემს ქვეყანას თუ დასჭირდება, პოლიტიკოსიც ვიქნები და ქუჩასაც დავგვი


sky Exclusive ინტერვიუ ხატია წერეთელთან

„ბევრს ვმუშაობ… მაქვს მასაჟის სალონი, რომელსაც ვხელმძღვანელობ და წამყვანი სპეციალისტი ვარ. ვმუშაობ ყვითელ პრესაში, Bulvar.ge-ს დირექტორი ვარ. ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინს ვაკეთებ და ვკერავ.  ასევე, ვარ ვიდეო-ბლოგერი. რაც შეეხება კონცერტებს,თითქმის არ მცალია, თუმცა   აგვისტოში პატარ-პატარა ივენთებს ვგეგმავ“.

 –ხატია,დავიწყოთ თავიდან.  საზოგადეობამ მეგა- შოუ  „ნიჭიერში“  გარემიქსებული „შატილის ასულოს“  შესრულებით გაგიცნო, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.  შენი მიზანი რა იყო, როცა აღნიშნულ  პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტე ?

-„ნიჭიერი“  ჩემთვის ახალი გამოწვევა , ერთგვარი გართობაც კი იყო.

– მიუხედავად იმისა, რომ საზოგადეობის დიდმა ნაწილმა კრიტიკის ქარცეცხლში გაგახვია, დღემდე პოპულარობით სარგებლობ? როგორ ფიქრობ, „შავი პიარი“ მუშაობს?

-ამბობთ, რომ პოპულარული ვარ, ესეიგი“ შავი პიარი“ უკეთესად  მუშაუბს, ვიდრე სტანდარტული(იცინის)…

-ზოგადად, პრესასთან პირად ცხოვრებაზე ძალიან ნაკლებად საუბრობ .  იმედა ვახტანგიშვილი, რომელთანაც  ერთადაც ბოლო კლიპი „შენთან სექსი მაგარია “ გადაიღე, ახლა შეყვარებულები ხართ.  როგორ დაიწყო  თქვენი ურთიერთობა?

– მე და იმედას შორის ურთიერთობა, ჯერ ნაცნობობით , მერე კი მეგობრობით დაიწყო , რაც შემდეგ  რომანტიულ ურთიერთობაში გადაიზარდა.

– ხატია, თქვენ შორის გარკვეული ასაკორივი სხვაობაა.  იყო ამაზე ბევრი მითქმა-მოთქმაც…

– რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას, ეს მხოლოდ სხვებს აწუხებთ , ჩვენ ნამდვილად არა!.

– ეჭვიანობს ხოლმე?

– ჩვენ ორივე ერთნაირად მესაკუთრეები ვართ რაღაცა დოზით ეჭვიანებიც, ასე რომ , არის ეს მომენტებიც.

რაც შეყვარებული ხარ ახალი „სკანდალური“ კლიპი არ გადაგიღია, მიზეზი?

-ჩვენ უკვე შეყვარებულები ვიყავით ეს კლიპი რომ გადავიღეთ, სკანდალი ისევე როგორც საჭმელში სანელებელი, დოზირებულად უნდა გამოიყენო…

და მაინც, როდის ველოდოთ შენგან მორიგ „სკანდალს“?

ზოგადად, მე არასდროს ვაანონსებ სკანდალს, თუმცა არ მოგაწყენთ…

–  ხატია, როგორი ურთიერთობა აქვთ იმედასა შენ შვილს?

მშვენიერი, ბევრი საერთო ხასიათის შტრიხი აქვთ, საერთო ინეტერესებიც ასე რომ

ხატია,  გავრცელდა ხმა, რომ პოლიტიკაში აპირებ წასვლას. ამაზე შენც დაწერე „ფეისბუქპოსტი“ ექსკლუზიურად გაუმხილე ჩვენს მკითვხელს ის პროგრამები, რომელიც გექნება?

-რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლას, მე არ მითქვამს დაზუსტებით, მე ვთქვი,  რომ შეიძლება მოვიდე თქო, პატრიოტი ადამიანი ვარ და ჩემს ქვეყანას თუ დასჭირდება, პოლიტიკოსიც ვიქნები და ქუჩასაც დავგვი.

-ანუ უნდა ველოდოთ შენს გამოჩენას  ქართულ პოლიტიკაში?

-არც ვადასტურებ და  არც ვუარყოფ, დრო გვაჩვენებს….

 -და ბოლოს…. შენ სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სანქციებსაც გამოემხაურე და დაწერე, რომ რუს ტურისტებს პოლონელი ტურისტებით ჩაანაცვლებ. როგორ ააპირებ ამას?

რაც შეეხება  პუტინის სანქციებზე ჩემს რეაქციას, მართალია დროს მოითხოვს,  თუმცა ამ მხრივ უკვე ვმუშაობთ და პირველ ნაკადს ველოდებით აგვისტოს დასაწყისში. ყველაზე ცუდი ის არის,  რომ ,მე ვერ ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესებას უფრო სტაბილური პარტნიორი ქვეყნების მოძებნას, ქართული ტურიზმის პოპულარიზაციის გაზრდის სურვილს

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ,  რომ რუსეთი არის არასტაბულური პარტნიორი, რომელსაც როცა უნდა მაშინ გააუქმებს ყველა ხელშეკრულებას, მსოფლიო ბაზარზე ყველაზე თავხედი მოთამაშეა და შესაბამისად , საქართველო უნდა გახდეს კიდევ უფრო არა რუბლდამოკიდებული ქვეყანა.

Skynews.ge

Comments are closed.