ბურსაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე პირველ ადგილზე საქართველო გავიდა


ბურსაში მიმდინარე წელს 33-ედ გამართულ საერთაშორის „ალთინ ქარაგოზი“-ს სახელწოდების   ხალხური ცეკვის კონკურსში პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა. ბურსის მერიის და ბურსის  კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ფონდის ორგანიზებით ჩატარებულ ხალხური ცეკვების კონკურსში 21 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ფინალური გამოსვლები  ბურსის ამფითეატრში გაიმართა, რომელშიც  პირველი ადგილი საქართველოს, მეორე თურქმენეთს,  ხოლო მესამე ბულგარეთს ერგო.

Comments are closed.