2020 წლიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება


ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებსა და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.

ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.

აქამდე დასაქმება „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფუნქციებში შედიოდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

Comments are closed.