ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩაის ფაბრიკამ მუშაობა დაიწყო


საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოქმედ ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის მუშაობას გაეცნო.

პროექტს კოოპერატივი ,,მეგრული ჩაი 2018“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ანხორციელებს.

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“-ს ფარგლებში, ,,მეგრული ჩაი 2018″ _მა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ათეულობით ჩაის პლანტაციის გამოყვანა-რეაბილიტაცია განახორციელა, პროცესი დღემდე გრძელდება.

სამუშაოებზე დასაქმებულია ათეულობით ადგილობრივი.

Comments are closed.