აქციის მონაწილეები ქუჩაში, ვენესუელიდან _ სუდანამდე


როგორც ჩანს, 2019 წელი საპროტესტო გამოსვლების წელი იქნება, გასულ კვირას პრაღაში, რკინის ფარდის დანგრევის შემდეგ, უმსხვილესი დემონსტრაცია ჩატარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგმოს მოთხოვნით, პრემიერ მინისტრს კორუფციულ გარიგებებში სდებდნენ ბრალს.

ორი კვირით ადრე კი, მილიონმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პროტესტი. ჰონ-კონგში, მანიფესტანტები აპროტესტებდნენ, საკანამდებლო ცვლილებებს, რისი შემდეგაც ჰონკონგიდან  შესაძლებელი იქნებოდა ადამიანების ექსტრადიცია ჩინეთში, პოლიციამ აქცია დაშალა, თუმცა ხელისუფლებამ საკანამდებლო ცვლილებაზე უარი თქვა და ქოლგების რევოლუციისგან განსხვავებით, შედეგი მიღწეულ იქნა, ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია.

საპროტესტო აქცია ჰონ-კონგში

აქციები იყო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყაზახეთში, რაც მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა,  ყაზახეთისგან განსხვავებით, მანიფესტაციებმა შედეგი გამოიღო, ალჟირსა და სუდანში სადაც თანამდებობები დატოვეს ქვეყნის პრეზიდენტებმა.

რამოდენიმე დღის წინ კი საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, მმართველმა პარტიამ კი მთელი რიგი საარჩევნო ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება და ქვეყანა შერეული საარჩევნო სისტემიდან, სრულ პროპორციულ სისტემაზე გადავიდა. ამით წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციებს თითქოსდა ხელისუფლებას არ აწყობდა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები.

თითოეული მანიფესტაციის მიზეზი განსხვავებულია, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი    Professor Helen Margetss წერს: ,,სამართლიანი იქნება თუ ამ აქციებსი გლობალურ ტენდეციებს დავინახავთ, მოქალაქეები მოითხოვენ უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას ხელისუფლებისაგან“.

აქცია ვენესუელაში

სპეციალისტების მოსაზრებით სოციალურმა ქსელებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი მოქალაქეთა განწყობის მობილიზებას და მასობრივი აქტივობის ორგანიზებას, თუმცა ჩრთდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სოციოლოგმა Zeynep Tufekci კვლევაში მიუთითა რომ, ,,სოციალური ქსელებით ორგანიზებული აქციები განსაკუთრებით მყიფეა“. ასევე  შესაძლებელია, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ იქნას გამოყენებული საკუთარი ინტერესებისთვის, რისი უამრავი მაგალითი არსებოებს მსოფლიოში.

ვენესუალაში ჩატარებულ მანიფესტაციებში უდიდესი როლი ითამაშა სოციალურმა ქსელმა, გუაიდოს მხარდამჭერებისთვის twitter-ი და Facebook-ი იყო  მთავარი დამაკავშირებელი საშუალება მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებასთან. მასობრივი აქციები რა მოთხოვნითაც არ უნდა იმართებოდეს ის ქმნის არასტაბილურობის განცდას და ხშირად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

 მაგალითისთვის ვენესუალა საკმარისია, მასობრივი აქციების შემდეგ ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა. მიუხედავად იმისა რომ, დემოკრატიულმა ქვეყნებმა გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტად აღიარეს, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა, ვენესუალას ყოველდღიურად ასობით ადამიანი ტოვებს.

მზარდი უთანასწორობა, კორუფციული სკანდალები და იმედგაცრუება ინსტიტუტების მიმართ,      ის ძირითადი მიზეზებია რის გამოც ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ სხვადასხვა ქვეყნებში.

სტატია მომზადებულია www.nytimes.com მიხედვით

Comments are closed.